სამართალი
ადვოკატი გუგეშაშვილების ოჯახზე თავდასხმასა და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ხარვეზს შორის კავშირს არ გამორიცხავს
დოდო გუგეშაშვილის ადვოკატი, გელა ნიკოლეიშვილი ეჭვობს, რომ გუგეშაშვილების ოჯახზე თავდასხმასა და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ხარვეზს შორის შესაძლოა გარკვეული კავშირი იყოს.
როგორც გელა ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუკი რუსეთიდან დაფიქსირებული საზღვრის კვეთები შეგნებულად გაკეთდა შესაძლოა, გაჟღერებულიყო ვერსია, რომ თითქოს გუგეშაშვილებზე თავდასხმა რუსული კავშირების გამო მოხდა.
"პოლიციის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის საქმეზე. შსს-ში დღეს ამ მკვლელობის მიმართულებით არ ვყოფილვართ დაბარებულები. ჩვენ მოვედით აქ იმ ხარვეზის თუ შეგნებული ან შეუგნებელი შეცდომის გამო, რაც დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ორჯერ - 2015 და 2017 წლებში, როდესაც დოდო გუგეშაშვილი ჩამოფრინდა უკრაინიდან, დაფიქსირდა, რომ ერთხელ თითქოს შემოფრინდა მოსკოვიდან, მეორედ კი თითქოს შემოფრინდა პეტერბურგიდან. ამ ლაფსუსის გამოძიება ფაქტიურად ცალკე აწარმოეს და დაადგინეს ამ შეცდომის მიზეზები. რაც შეეხება ამ ფაქტის კავშირს საქმესთან, არსებობს ეჭვი, რომ თუ ეს ლაფსუსი შეგნებულად გაკეთდა და თუ შვილთან ერთად დოდო გუგეშაშვილსაც მოკლავდნენ, ფაქტიურად შემდეგ შეეძლოთ წარმოედგინათ ეს, რომ თითქოს დოდო გუგეშაშვილი რუსეთში დადიოდა ვიღაცებთან და რუსული კავშირების გამო მოხდა ეს ყველაფერი. არადა დოდო გუგეშაშვილი საუკუნეა რუსეთში არ ყოფილა", - განაცხადა გელა ნიკოლეიშვილი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


