სამართალი
ადვოკატი დავით ჯანდიერი გიორგი ბაჩიაშვილის გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულებიდან რუსთავის #12 საპატიმროში გადაყვანას მოითხოვს
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი გიორგი ბაჩიაშვილის გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულებიდან რუსთავის #12 საპატიმროში გადაყვანას მოითხოვს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარე დღეს აპირებს აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს მიმართოს, რადგან საკანში ცემის შემდეგ, მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ გიორგი ბაჩიაშვილის გლდანის დაწესებულებაში დარჩენა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მე-8 დაწესებულებაში ბაჩიაშვილის დარჩენა „მაღალი რისკის“ შემცველია.
„გიორგის მდგომარეობა ფაქტობრივად უცვლელია, იგივეა, რაც გუშინ იყო. მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, გარკვეული მონაკვეთები შეხვეული აქვს, მათ შორის თავი, ხელი, აქვს ძალიან დიდი დაზიანება, მათ შორის მარცხენა ხელზე. თავის არეში 3 ნაკერი აქვს, ეტლით გადაადგილდება, გადაადგილების და კოორდინაციის პრობლემები აქვს. სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჯგუფთან გასაუბრების დროს იძულებული გახდა, რომ შეეწყვიტა იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გაგრძელება აღარ შეეძლო. დღეს ვაპირებთ მივმართოთ პენიტენციურ სამსახურს. მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია მისი იმავე დაწესებულებაში დაბრუნება. მოვითხოვთ #12 დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც ის იყო მანამ, სანამ მისი აქ გადმოყვანა მოხდებოდა. ცხადია, ნებისმიერ დაწესებულებაში ის რისკის ქვეშ არის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ იმავე დაწესებულებაში მისი დაბრუნება არის უფრო მაღალი რისკის მატარებელი. ამიტომ, უფრო მიზანშეწონილი იქნება მისი იქ დაბრუნება“, - განაცხადა ჯანდიერმა „ტვ პირველთან“.
ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის #8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინაივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


