უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 სექტემბერი, 2018 17:00
font-size

ადვოკატი ამბობს, რომ ამის მტკიცებულებები გააჩნია - ნატო ჩხეიძე

ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი, პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე "ომეგა ჯგუფის" საქმეზე ახალ ჩანაწერებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მათ მიერ დაქირავებულ ბრიტანელ უფლებადამცველს ის მტკიცებულებები აქვს, რომელიც სარჩელის მისაღებად საკმარისია.

„სარჩელი შედგენილია იმ ფორმულირებით, რა ფორმულირებაც იქაურმა კანონმდებლობამ ჩათვალა საჭიროდ. როგორც ადვოკატი ამბობს, ამის მტკიცებულებები გააჩნია. ფარულ აუდიო ჩანაწერებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ სასამართლო პროცესზე რომ უნდა წარდგნენ და იქ ილაპარაკონ ახდილად ეს აშკარაა“, - ამბობს ჩხეიძე.

დეპუტატი დღეს პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„მთავარი მოწოდება, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ ბრძანა იყო, რომ უნდა დაიჭირონ ოქუაშვილი. ეს არის მესიჯი პროკურატურის მიმართ, თუ როგორ უნდა წარმართოს საქმე.

როდესაც ჩუბინაშვილი ყველა აუდიოჩანაწერში იძახის იმას, რომ ჩხარტიშვილს კოლოფზე 2.5 მიაქვს ზევით, ხოლო ოქუაშვილი იძახის, რომ არ მისცა ტელეკომპანია "იბერია" და არ მისცა კონტრიბუცია, ამ მოცემულობაში, ვინ არის დასაჭერი ძალიან ადვილი გამოსაცნობია,“-ამბობს ნატო ჩხეიძე.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილს, დიმიტრი ქუმსიშვილს და ყველა იმ პირს, რომელიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, სავარაუდოდ, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი