სამართალი
ადვოკატებმა პროკურატურას დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის შუამდგომლობით მიმართეს
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატ, გიორგი ფანცულაია ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე ჩვენების მისაცემად მზად არის. შესაბამისი შუამდგომლობით დაცვის მხარემ პროკურატურას უკვე მიმართა.
„იმედი მაქვს, რომ დაგვიკავშირდებიან უახლოეს პერიოდში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები. განცხადებაში მითითებული გვაქვს, რომ დაკითხვის დროზე მოხდეს შეთანხმება ორმხრივად, ტექნიკური ხარვეზი რომ არ იყოს დროის მხრივ. ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ უახლოეს პერიოდში, მათ შორის შეიძლება ხვალაც, დაიკითხოს მამა გიორგი მამალაძე, მისცეს მან სრული ჩვენება, დაარღვიოს დუმილის უფლება, ისაუბროს ძალიან ბევრ რამეზე და მათ შორის საკუთარ უდანაშაულობაზე.
არც ერთ ბრალდებაზე, მათ შორის იარაღთან დაკავშირებით ბრალდებაშიც, ის არის სრულად უდანაშაულო. ამას ვამბობ პირდაპირ და ამ საკითხზეც მათ შორის იქნება ჩვენებაში დაფიქსირებული თუ საიდან, როგორ და რა ვითარებაში მოხდა ეს ყველაფერი,“-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


