სამართალი
ადვოკატები დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებას ელოდებიან, რის შემდეგაც გეგმავენ გაასაჩივრონ მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინასწარ პატიმრობაში დატოვება.
დაცვის მხარისთვის მიუღებელია ის არგუმენტები, რის საფუძველზეც საქალაქო სასამართლომ დეკანოზს არ შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 20 ათას ლარიანი გირაოთი.
შესაბამისად დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის თარიღის გადადების თაობაზე.
„გაცამტვერდა ბრალი, რომ დაასაბუთონ სასამართლოში. ჩვენ სასამართლოში რაც არ უნდა ზეწოლა იყოს ნებისმიერ მოსამართლეზე, გავიტანთ იმას, რომ ვაიძულოთ მოსამართლე მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება. საქართველოში არაერთი გადაწყვეტილება ყოფილა, რომელიც სტრასბურგიდან დაბრუნებულა უკან და კიდევ ერთ გადაწყვეტილება დაბრუნდება უკან,“- განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


