სამართალი
ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმეზე საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიციელთა მხრიდან ძალადობას წაახალისებს - ადამიანის უფლებათა ცენტრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელმაც უცვლელად დატოვა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლილი მსხილაძის მიერ გამოტანილი განაჩენი, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადევაში.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სამწუხაროა, რომ სააპელაციო სასამართლომაც, ფაქტობრივად, გაამართლა ადვოკატზე ძალადობა პოლიციის განყოფილებაში და პოლიციის თანამშრომლები, სამომავლოდ, წაახალისა ძალადობისკენ.
,,2017 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას სასჯელის სახედ მხოლოდ 10000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი დამნაშავედ მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო და გაამართლა ძალადობის განხორციელების ნაწილში. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა პროკურატურამაც და ბრალდებულმაც. პროკურატურა მოითხოვდა მსჯავრის დამძიმებას - მან მხარი დაუჭირა პირვანდელ ბრალდებას, რითაც ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილ უფროსს ლაშა კვირკვაიას ბრალად ედება ადვოკატზე ფიზიკური ძალადობის განხორციელება. ბრალდებული ლაშა კვირკვაია, სააპელაციო სასამართლოსგან სრულიად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა.
ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი, ლაშა კვირკვაია, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, 2015 წლის ნოემბერში დააკავეს. 2015 წლის 29 დეკემბერს სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. სასამართლოს საბოლოო განაჩენით, ლაშა კვირკვაიას სწორედ ამ 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ჯარიმის სახით.
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პერსპექტივაში საფრთხეს უქმნის პოლიციის განყოფილებაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად მისულ უფლებადამცველებს, რომლებიც შესაძლოა, გახდნენ პოლიციელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი“, - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


