პოლიტიკა
ადრე თუ გვიან რუსეთს მოუწევს თავისი დესტრუქციული პოლიტიკის შეცვლა საქართველოსთან მიმართებაში - ზურაბ აბაშიძე
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე საერთაშორისო სამართლის იგნორირებად აფასებს აფხაზეთში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის ვიზიტს.
,,რუსეთი ცდილობს დააკანონოს ის ე.წ. ახალი რეალობა, რომელიც შეიქმნა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2008 წლის ომის შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს გახლავთ საერთაშორისო სამართლის უხეში ხელყოფა, იგნორირება. საერთაშორისო თანამეგობრობა ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდება.
ადრე თუ გვიან რუსეთს მოუწევს თავისი დესტრუქციული პოლიტიკის შეცვლა საქართველოსთან მიმართებაში’’, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
ცნობისათვის, დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადის. ლავროვი აფხაზეთში ორი დღე დარჩება და შეხვდება ე. წ. პრეზიდენტს და ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე დაესწრება რუსეთის "საელჩოს" ახალი შენობის გახსნას.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


