სამართალი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა სისტემურად უნდა გადაიხედოს - საია
საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საქართველოს მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს შეეხება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, წარდგენილი პროექტით ზუსტდება ადმინისტრაციული დაკავების ვადები. კერძოდ, არასამუშაო დროს ადმინისტრაციული წესით დაკავების ვადა განისაზღვრება 48 საათით. როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული, ამ ცვლილების განხორციელების საჭიროება წარმოშვა ვადის გამოთვლასთან დაკავშირებით პრაქტიკაში არსებულმა პრობლემებმა.
საია მიიჩნევს, რომ დროის დაკონკრეტებამ შესაძლოა, მართლაც აღმოფხვრას ვადის გამოთვლასთან დაკავშირებული სირთულეები, თუმცა, წარდგენილი ცვლილებებით კვალავ შენარჩუნებულია სამუშაო და არასამუშაო დროს დაკავების განსხვავებული ვადები, რასაც არ აქვს შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი.
,,ამასთან, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ადმინისტრაციული დაკავების, როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევის კანონიერების შემოწმების ეფექტური მექანიზმი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას არ ხდება ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმება), ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციული დაკავების არსებული ფორმით შენარჩუნება გაუმართლებელია.
საია მიიჩნევს, რომ ყოველი მცდელობა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფრაგმენტულ შესწორებას ისახავს მიზნად, არის ფუჭი და ვერ უზრუნველყოფს მის გარდაქმნას იმგვარად, რომ სრულად აღმოიფხვრას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის არაკონსტიტუციური გამოყენება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დროულად განხორციელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმა და გადაიხედოს არამხოლოდ ადმინისტრაციული დაკავების მარეგულირებელი ნორმები, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა სრულად.
საია მიმართავს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დააჩქარონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმის განხორციელება, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არსებული ფორმით მოქმედება იწვევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას’’, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


