პოლიტიკა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ეხება ერთ რამეს - ეს არის ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქები და სოფლები ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები ამ სიტყვის ვიწრო გაგებით - ირაკლი კობახიძე
ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არჩევნები ეხება ერთ რამეს - ეს არის ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქები და სოფლები ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები ამ სიტყვის ვიწრო გაგებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია მიმწყვდეულია კუთხეში.
„აქ საქმე ეხება ქალაქების, სოფლების, მუნიციპალიტეტების განვითარებას, კეთილმოწყობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებას, ჯანდაცვის მიმართულებით ახალი პაკეტების შეთავაზებას და ა.შ. ამას ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. როდესაც ამდენი არ ესმის ოპოზიციას, შეგახენებთ, რომ არც 43%-იანი ბარიერი არ არის დაწესებული, არც 50-იანი და არც 90-იანი, ეს რომ არ ესმის ოპოზიციას, ეს არის მათი პრობლემა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან რაღაცნაირად მიმწყვდეული კუთხეში და ეს გააკეთა არა მარტო „ქართულმა ოცნებამ“, არამედ ეს გააკეთა „დიფ სთეითმაც“. მათ შეიყვანეს კუთხეში რადიკალური ოპოზიცია, მათ წაიყვანეს რადიკალური ოპოზიცია ვაბანკზე და შესაბამისად, შეიყვანეს რეალურად სამწუხაროდ კი არადა, საბედნიეროდ, კუთხეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


