პოლიტიკა
ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა ქალაქ რუსთავის ღია მმართველობის სტრატეგია განიხილეს
თბილისში, სასტუმრო ,,ბომონდ გარდენში’’ პროექტის - „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ მომზადებული სამუშაო დოკუმენტის – ,,ქალაქ რუსთავის ღია მმართველობის სტრატეგიის” პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორი გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სამუშაო დოკუმენტი, რომელიც თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტისა და სხვადასხვა სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას, ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდას ითვალისწინებს.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ევროკავშირის პროექტის – „სამოქალაქო ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება“ ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში რუსთავის მუნიციპალიტეტმა პროექტით – „მონაწილეობითი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ მიიღო მონაწილეობა და დაფინანსება მოიპოვა. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტი 416 665 ევროს, ხოლო რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური თანამონაწილეობა 10%-ს შეადგენს.
პროექტს რუსთავის მერია ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციაციისა და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრის პარტნიორობით ახორციელებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


