უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივნისი, 2025 16:31
font-size

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რეჟიმის ლეგიტიმაციაა, რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია, ეს არის 26 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის და მიტაცებული არჩევნების აღიარება - ელენე ხოშტარია

დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია. ეს არის წინა, 26 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის და მიტაცებული არჩევნების პრაქტიკულად, დანებება და აღიარება. ეს არის ბრძოლის შეწყვეტა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„„კოალიცია ცვლილებებისთვის“ და მისი უკანონოდ პატიმრობაში მყოფი ლიდერები ძალიან დიდი ხანია თანმიმდევრულად ვასაბუთებდით, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრიც კი არის დაუშვებელი და დამაზიანებელი იმ წინააღმდეგობისთვის, რომელშიც იმყოფება საქართველოს სრული უმრავლესობა. დღეს შექმნილ გაუგებარ ვითარებაში გაუგებარი განცხადებების ფონზე, რომელიც კეთდება ჩვენი პარტნიორი ზოგი პარტიისგან, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ დამატებით გავაკეთო განცხადება.

დღეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რეჟიმის ლეგიტიმაციაა, რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია, ეს არის 26 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის და მიტაცებული არჩევნების აღიარება.

ეს არის ბრძოლის შეწყვეტა, აღარაფერს ვამბობ, რომ ეს არის ამორალური სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური პარტნიორების ციხეში ყოფნის ფონზე.

მე, როგორც წინააღმდეგობის პლატფორმის წევრი, რომელსაც სჯერა, რომ წინააღმდეგობის პლატფორმას აქვს პოტენციალი, იყოს პოლიტიკური გრავიტაციის ცენტრი, ვალდებულად ვთვლი თავს, დავაფიქსირო, რომ წინააღმდეგობის პლატფორმამ 26 მაისს გააკეთა მკაფიო განცხადება – ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების პირობებში და ბიძინა ივანიშვილის კონტროლს მიღმა. ეს რეჟიმი არჩევნებს არ ჩაატარებს. ამ გადაწყვეტილების ნაწილი იყო „ლელო“. ჩვენი მეგობრები და პარტნიორები „ლელოდან“ ეს მოთხოვნა გაიზიარეს, ამ პოზიციაზე იყვნენ. დღეს ამ ერთიანი საერთო ოპოზიციური პოზიციის შეცვლა, დარღვევა და დისონანსის შემოტანა, დიდ გაკვირვებას, გულის წყვეტას იწვევს. იმედია, ჩვენი პარტნიორები დაბრუნდებიან იმ პრინციპულ პოზიციაზე, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ თავად მოაწერეს ხელი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი