სამართალი
ადამიანის უფლებათა ცენტრმა და იურიდიული დახმარების სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრმა და იურიდიული დახმარების სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის საგანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2016 წლის 20 თებერვალს შესული ცვლილება მოწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით და ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ცენტრის კვლევის ხელშეწყობა. ასევე - მოწმეთათვის ხარისხიანი იურიდიული დახმარების გაწევა, რათა დაცული იქნას მათი საპროცესო უფლებები.
ადამიანის უფლებათა ცენტრისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ურთიერთთანამშრომლობა განხორციელდება კვლევის - „მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევა საქართველოში“ ფარგლებში.
კვლევის მიმდინარეობისას უკვე გამოიკვეთა პრობლემატური საკითხები, რაც შეეხება მოწმის ახალი წესით მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვას. იკვეთება ტენდენცია, რომ საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით დაბარებული პირების სათანადო ინფორმირება არ ხდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ახალი ცვლილების შესახებ, რომელიც გამოსაკითხ პირს უფლებას აძლევს, საგამოძიებო ორგანოში უარი განაცხადოს გამოკითხვაზე და ჩვენება მისცეს სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით.
გარდა ამისა, მოსამართლესთან მოწმის დაკითხვის პრაქტიკა ძალიან მწირია, რაც გარკვეულ კითხვებს აჩენს. ამასთან, კვლევის ფარგლებში პრობლემაა იმ ადვოკატების მოძიებაც, რომლებიც სსსკ-ის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით უშუალოდ მონაწილეობდნენ მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის პროცესში.
ადამიანის უფლებათა ცენტრისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული სისხლის სამართლის მიმართულების ადვოკატები ადამიანის უფლებათა ცენტრის მკვლევრებს დაეხმარებიან მოწმის დაკითხვის ახალი წესის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებაში. კვლევის კვალდაკვალ გამოვლენილი ტენდენციები, პრობლემური და პრიორიტეტული საკითხები გახდება ორგანიზაციების წარმომადგენელთა ერთობლივი განხილვის საგანი.
იურიდიული დახმარების სამსახურის გარდა, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს სახალხო დამცველთან. ორგანიზაცია ასევე თანამშრომლობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან. იგეგმება შეხვედრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებთან.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


