სამართალი
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლილი მსხილაძის გადაწყვეტილებით
ადამიანის უფლებათა ცენტრი ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
,,დღეს თბილისის საქალქო სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაზე ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას სასჯელის სახედ მხოლაოდ 10 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
სასამართლომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი დამნაშავედ მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო და გაამართლა ძალადობის განხორციელების ნაწილში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლილი მსხილაძის გადაწყვეტილებით, რითაც მან ფაქტობრივად გაამართლა ადვოკატზე ძალადობა პოლიციის განყოფილებაში და პოლიციის თანამშრომლები ძალადობისკენ წაახალისა.
მოსამართლემ არ გაიზიარა გიორგი მდინარაძის ჩვენება, რომ ლაშა კვირკვაია პირადად მონაწილეობდა მის ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში, რაც ექსპერტიზით არის გამყარებული. საპირისპიროდ, მოსამართლემ გაიზიარა სასამართლო პროცესზე პოლიციის თანამშრომლების მიერ მიცემული არსებითად ცრუ ჩვენებები, რითაც ისინი ცდილობდნენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ეხსნათ ბრალდებული ლაშა კვირკვაია.
ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი, ლაშა კვირკვაია, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, 2015 წლის ნოემბერში დააკავეს. 2015 წლის 29 დეკემბერს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი განაჩენით, ბრალდებულს სასჯელად სწორედ ამ 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა.“
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


