უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 მაისი, 2017 16:40
font-size

ადამიანის უფლებათა ცენტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ბრალდებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნას უკანონოდ მიიჩნევს

ადამიანის უფლებათა ცენტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლოს მიერ ადვოკატების სასამართლო დარბაზიდან გაძევებას და ბრალდებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნას უკანონოდ მიიჩნევს.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში:

,,19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართა. სასამართლო პროცესზე გიორგი მამალაძეს იცავდა 3 ადვოკატი: გიორგი ფანცულაია, მია ზოიძე და მიხეილ რამიშვილი. დეკანოზ გიორგი მამალაძის მეოთხე ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ლომიძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 19 მაისის სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. ეკა ლომიძის ადვოკატის ორდერი საქმეში დევს და სასამართლოში იგი იცავდა და იცავს დეკანოზის ინტერესებს, რაც საქმის განმხილველი მოსამართლისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგან ეკა ლომიძე ადვოკატის სტატუსით დეკანოზის საქმეზე გამართულ წინა სასამართლო სხდომაში მონაწილეობდა.

19 მაისის სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ გააპროტესტა მისი ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომების სრულად დახურვა და სასამართლო სხდომის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მან, ასევე, მოუწოდა ადვოკატებს, მასთან ერთად დაეტოვებინათ სასამართლო სხდომა, რადგან მას დახურულ პროცესში მონაწილეობის მიღება არ სურდა.

იმისათვის, რათა ადვოკატების მიერ სხდომის დატოვება სასამართლოს მიერ უპატივცემულობად არ აღქმულიყო, დამცველებმა პროცესზე სათითაოდ გააკეთეს განცხადება მათ მიერ სხდომის დატოვების მიზეზის შესახებ და სასამართლოს განუმარტეს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და ადვოკატთა ეთიკის კოდექსის თანახმად, ადვოკატის იცავს და წარმოადგენს ბრალდებულის ინტერესებს და მოქმედებს ბრალდებულის ნების შესაბამისად. ადვოკატს არა აქვს უფლება, ბრალდებულისგან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და წინ აღუდგეს დასაცავი პირის ნებას. შესაბამისად, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ სასამართლო დარბაზის დატოვებისა და მოწოდების შემდეგ, ადვოკატები ვეღარ დარჩებოდნენ სასამართლო სხდომაზე და ვერ გააგრძელებდნენ დეკანოზის დაცვას, რადგან ამგვარი ქმედება დასაცავი პირის ნებას და ადვოკატთა ეთიკის კოდექსს ეწინააღმდეგებოდა. სხდომის დატოვებამდე ადვოკატებმა, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შესთავაზეს გიორგი მამალაძეს სხდომაზე დარჩენა, რაზეც დეკანოზმა უარი განაცხადა.

იმ დროს, როცა ადვოკატები სასამართლო სხდომის დარბაზს ტოვებდნენ და უკვე კარში გადიოდნენ, მოსამართლემ მათ ახსნა-განმარტებისა და გაძევების შესაბამისი საფუძვლის დასაბუთების გარეშე, მიაძახა, რომ გაძევებულნი იყვნენ სასამართლო დარბაზიდან. არადა, ადვოკატთა განმარტების შემდეგ, მოსამართლეს ჰქონდა საკმარისი დრო და შესაძლებლობა, მაშინვე ემსჯელა ადვოკატთა გაძევების შესახებ, რაც არ განუხორციელებია. ეს კი გარკვეულ კითხვებს აჩენს მოსამართლის ქმედების კანონიერებასთან დაკავშირებით.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჰყავს მეოთხე ადვოკატი ეკა ლომიძე, მოსამართლემ ბრალდებულს მომდევნო სხდომიდან სახაზინო წესით ადვოკატი დაუნიშნა, რითაც ეკა ლომიძეს დეკანოზის დაცვის უფლება შეუზღუდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ 19 მაისის სასამართლოს სხდომაზე მოსამართლემ უგულვებელყო ის ფაქტი, რომ ადვოკატები სხდომის დატოვებისას ადვოკატთა ეთიკის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულის ნების შესაბამისად მოქმედებდნენ და მათ სხვაგვარი მოქმედების სამართლებრივი შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჰყავდა მეოთხე ადვოკატი შეთანხმებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ლომიძე, რომელიც 19 მაისის სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო. დეკანოზის საქმეზე გამართულ წინა სასამართლო პროცესებში იგი ჩვეულებრივ იღებდა ადვოკატის სტატუსით მონაწილეობას. სასამართლოს სახაზინო ადვოკატის დანიშვნა შეიძლებოდა მხოლოდ მაშინ, თუ საქმეში არ იქნებოდა ჩართული მეოთხე ადვოკატი. მოსამართლის აღნიშნული ქმედება გარკვეულ კითხვებს აჩენს კანონიერებასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სამართლიანი სასამართლოს პრინციპის განუხრელი დაცვით უნდა განიხილოს, ისე, რომ ობიექტურ დამკვირვებელს არ შეექმნას განცდა, პროცესის მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით მიმდინარეობის შესახებ.’’ - ნათქვამია განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი