უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 თებერვალი, 2025 19:57
font-size

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს დევნილი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.

სასამართლოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ფონზე აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი (161 დღე) შიმშილობა შეწყვიტა.

“რამდენიმე საათის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, აფგან სადიგოვის საქმეზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. სასამართლოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ფონზე აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი (161 დღე) შიმშილობა შეწყვიტა.

უსამართლო და უკანონო იყო გადაწყვეტილებების ის ჯაჭვი, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოები და სასამართლოები ამ საქმეზე იღებდნენ, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სასამართლოს მეშვეობით, შესაძლებელი გახდა აფგან სადიგოვის უსაფრთხოების, ღირსების და თავისუფლების სათანადო დაცვა.
ჩვენ სოლიდარულები ვრჩებით საქართველოში და აზერბაიჯანში დევნილი ჟურნალისტების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ უკანონო დევნის, შევიწროებისა და ძალადობის ეს ავტორიტარული პრაქტიკები დასრულდება და დევნის მსხვერპლები საბოლოოდ უფლებების აღდგენასა და დაცვას მიაღწევენ", - წერია განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი