უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 ივნისი, 2017 12:45
font-size

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორ ქართულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

2017 წლის 1-ლ ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე − „მამუკა ნოზაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „დავით მინდაძე და ვალერიან ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ“ − გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

,,საქმე „მამუკა ნოზაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება 2005 წლის 3 ნოემბერს ადვოკატ მამუკა ნოზაძის დაკავებისა და მისი შემდგომი პატიმრობის შედეგად მომჩივნის პრეტენზიებს ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლის საფუძველზე.

2017 წლის პირველ ივნისს გამოტანილი განჩინებით ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტაცია და მომჩივნის ყველა პრეტენზია მიუღებლად გამოაცხადა.

რაც შეეხება საქმეს − „მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ“, ის ეხება წინა ხელისუფლების მიერ მომჩივნების − დავით მინდაძისა და ვალერიან ნემსიწვერიძის − მიმართ განხორციელებულ სხვადასხვა უკანონო ქმედებას, მათ შორის, წამებასა და უკანონო პატიმრობას.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ორივე მომჩივანი დააკავეს 2004 წელს და ბრალი დასდეს საქართველოს პარლამენტის წევრთან (კ.გ.) დაკავშირებულ თავდასხმაში. ეროვნულმა სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო, მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისთვის.

საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა:

კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) − დარღვევა ეხება 2004 წლის 13 მაისს პოლიციელების მიერ მომჩივან მინდაძის წამებას (სასტიკი ცემა და ელექტროშოკის გამოყენება). მე-3 მუხლის დარღვევა დადგინდა, აგრეთვე, 2004 წლის 13 მაისის წამების ფაქტის გამოძიების არაეფექტიანობის გამო.

მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) პირველი პუნქტის დარღვევა ეხება მომჩივნების წინასწარ პატიმრობას 2005 წლის 13 იანვრიდან 2005 წლის 7 ივნისამდე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ უკანონოდ ცნო. ამავე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევა ეხება 2004 წლის 10 ნოემბრის და 2005 წლის 7 ივნისის პატიმრობის შესახებ განჩინებების დაუსაბუთებლობას.

მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ეხება მომჩივნების სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევას, რაც გამოიხატა მომჩივან მინდაძისაგან აღიარებითი ჩვენებისა და სხვა განცხადებების წამების გზით მოპოვებით; ასევე, მომჩივნების უფლების დარღვევით, ესარგებლათ მათი არჩეული ადვოკატის მომსახურებით სამართალწარმოების საწყისი ეტაპიდან.

სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა 28.000 ევროს გადახდა მინდაძის და 16.000 ევროს გადახდა ნემსიწვერიძის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით; ასევე, 4.800 ევროს გადახდა ორივე მომჩივნის სასარგებლოდ ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად.’’ - ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი