პოლიტიკა
ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, უნდა იცოდნენ,რომ სანქციებს გვერდს ვერ აუვლიან - ირაკლი ფავლენიშვილი
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, უნდა იცოდნენ,რომ სანქციებს გვერდს ვერ აუვლიან.
ფავლენიშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები შეაფასა და აღნიშნა, რომ წამება, არაადამიანური მოპყრობა სანქციების დაწესების მიზეზი გახდა.
„არაადამიანური მოპყრობა, წამება და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ იმ ადამიანების დასანქცირება მოხდეს, რომლებიც ამ პროცესებში არიან ჩართული. როდესაც ვსაუბრობთ ივანიშვილის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებზე, ესენი არიან ის ადამიანები, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორი და უშუალო აღმსრულებელი არიან. ბუნებრივია, რომ მათი დასანქცირება ხდება დასავლური სამყაროს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მიერ. დიახ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ვერ მოახერხებენ თავის არიდებას ამ სანქციებისგან, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან მათ სანქციებისგან გვერდის ავლაში, ასევე სანქცირებულები იქნებიან. ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოში ამ ხალხმა დიქტატურის დამყარება განიზრახა“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
დიდმა ბრიტანეთმა ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


