პოლიტიკა
ადამიანებს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ადარდებთ და არა ის, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით იქნება, თუ არაპირდაპირით - აკაკი ზოიძე
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის ჩატარების შესახებ.
ზოიძის შეფასებით, ეს თითიდან გამოწოვილი პრობლემაა. მან აღნიშნა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის შესახებ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
„ეს ის თემებია, რომელთა თაობაზეც პლებისციტის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან საუბარია საარჩევნო წესის ნიუანსებსა და ტექნიკურ დეტალებზე. არ მგონია, რომ მოსახლეობის უმეტესობას ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდეს იმის თაობაზე, როგორია საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციური მოწყობა და როგორია - საპრეზიდენტოსი. არ მგონია, რომ ეს მიზანშეწონილი იყოს, რადგან გააჩნია, კითხვის ფორმულირება როგორი იქნება - თუ იკითხავ, ხალხო, პრეზიდენტის არჩევის უფლებას გართმევენ და ამაზე რას ფიქრობთო? - არას გეტყვიან. ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით იქნება, თუ არაპირდაპირი წესით. ადამიანებს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ადარდებთ, ისევე როგორც ის, რამდენად ეფექტური მთავრობა ეყოლებათ. ეს თითიდან გამოწოვილი პრობლემებია“, - განაცხადა ზოიძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


