პოლიტიკა
ადამიანები, რომლებიც ერთი თვის წინ ხალხს ქვეყნის აშენებას ჰპირდებოდნენ, დღეს ერთმანეთს ასწრებენ გაქცევას- გიგლა ბარამიძე
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგლა ბარამიძის განცხადებით, ძალიან ცუდი ტენდენციაა, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების წევრებმა საკუთარი პარტიები დატოვეს და ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე საუბრობენ. გიგლა ბარამიძის თქმით, „დემოკრატიულ მოძრაობაში“ სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება და პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.
,,გარბიან, მირბიან, მორბიან, ეს ადამიანები, ვინც ერთი თვის წინ ხალხს ქვეყნის აშენებას ჰპირდებოდნენ, დღეს ერთმანეთს ასწრებენ გაქცევას. ხუხულასავით ჩამოიშალნენ პარტიები, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. წავიდნენ საკუთარი „ევროპული მიმართულების“ პარტიებიდან და ახალი „ევროპული პოლიტიკურ გაერთიანების“ შექმნას აანონსებენ, რაც ძალიან არასერიოზულია.
ჩვენს პარტიაში სერიოზული კატაკლიზმები არ იგეგემება, პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ზოგი მიდის, ზოგი მოდის, მაგრამ ამის ადგილიც უნდა იცოდე და დროც. ჩვენ მოვემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიგლა ბარამიძემ.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


