პოლიტიკა
ადა მარშანიამ ხორავას ქუჩის საქმის შემსწვალელი საგამოძიებო კომისია დატოვა
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დატოვა.
ადა მარშანიამ დღევანდელ სხდომაზე მოითხოვა პასუხი თავის შეთავაზებაზე, რომ კომისიამ გააფართოვოს იმ საკითხებისა და დანაშაულებების გამოძიების წრე, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში იყო ჩადენილი ან მეორე საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც უმძიმეს დანაშაულებებს გამოიძიებს.
„ვითხოვ პასუხს, ვაფართოვებთ თუ არა ჩვენ საკითხთა წრეს და შევძლებთ თუ არა უმძიმესი დანაშაულებების გამოძიებას, მოგვყავს თუ არა წესდება ისეთ მდგომარეობაში და მივმართავთ თუ არა პარლამენტს სხვა საქმეებით დავკავდეთ?“, - იკითხა დეპუტატმა.
მან ასევე დაამატა, რომ კომისიის დაკომპლექტება რეგლამენტის წესების დარღვევით მოხდა და იმ კომისიაში სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უმრავლესობით არიან წარმოდგენილი, ის ვერ იმუშავებს“.
„მინდა, განვაცხადო კიდევ ერთხელ, რომ რეგლამენტის დარღვევით მოხდა კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტება. ეს შეგნებულად მოხდა. კენჭისყრა საერთოდ უპრეცედენტო იყო. უმრავლესობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ეს კომისია ვერ ხედავს, რომ სხვა საქმეებითაც უნდა იყვნენ დაკავებულები. ნუ მოიშველიებთ არგუმენტად რეგლამენტს. მე შევალ პარლამენტში ინიციატივით, რომ შეიქმნას ამდაგვარი კომისია და ვნახავთ, როგორ დაუჭერთ მხარს. აქედან გამომდინარე, იმ კომისიაში სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით ზის, ჩვენ ვერ ვიმუშავებთ და არაფერი გვესაქმება. ეს არის „ქართული ოცნების“ ბრალი“, - განაცხადა მარშანიამ.
მარშანიას კითხვის საპასუხოდ კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ მას განუმარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი საკითხი კომისიის კომპეტენციაში არ შედის, რის შემდეგაც ადა მარშანიამ სხდომა დატოვა და განაცხადა, რომ კომისია დატოვა „პატრიოტთა ალიანსმა“.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


