პოლიტიკა
ადა მარშანიამ არ გამორიცხა, რომ გედევან ფოფხაძეს შესთავაზონ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“ გადასვლა
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ადა მარშანიას ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, ვინ შევა ფრაქციაში.
„ქალბატონ ნატოსთან გუშინ კომუნიკაცია არ შემდგარა. მე იმედი მაქვს, დღეს გავესაუბრებით და გაირკვევა რაღაც მომენტები. ამ დღეებში გაირკვევა ისიც, ვინ იქნება ის ბედნიერი დეპუტატი, რომელიც შეავსებს ჩვენს ფრაქციას, თუ არ შეავსებს, ესეც ცხოვრებაა პოლიტიკური, არა უშავს, როგორც ვიბრძოდით მანამდე, ისე ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის, უკეთესი მომავლისთვის და ყველა მოღალატესა და უცნაურ პოლიტიკოსსაც შევებრძოლებით“, -უთხრა მარშანიამ ჟურნალისტებს.
დეპუტატის თქმით, მათ „იბერიის“ გარშემო განვითარებულ პროცესებზე დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდათ.
„მე რა ინფორმაციაც მაქვს, თუ ის მიზეზია, მაშინ ჩემთვის არ არის სამართლიანი მიზეზი და მე მას არ ვეთანხმები, ამიტომ მინდა შეხვედრა მასთან. ჯერ ვერ გავაჟღერებ, რა მიზეზითაც მან დატოვა ფრაქცია. „იბერიის“ თემაზე ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად მხარდაჭერისთვის, უბრალოდ, ჩვენც ხომ უნდა გვქონოდა სერიოზული საფუძველი ამისა. ბევრ დეტალს არ ვიცნობდით ამ საქმისას, არადა უნდა გვცოდნოდა“, – განაცხადა მარშანიამ.
მისივე თქმით, ფრაქციაში გადასვლაზე ჯერჯერობით კომუნიკაცია რომელიმე დეპუტატთან არ ყოფილა, თუმცა შესაძლოა, მათ რიგებში გადასვლა კვლავ შესთავაზონ გედევან ფოფხაძეს.
„ჯერჯერობით, კონკრეტულ პიროვნებასთან არ გვაქვს მოლაპარაკება. ადრე შევთავაზეთ გედევან ფოფხაძეს, არ არის გამორიცხული, გავიმეოროთ მოწვევა. თუ გედევან ფოფხაძეს ბრძოლა უნდა, არ ინანებს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
მისივე თქმით, არცერთ შემთხვევაში არ მოხდება ურთიერთობა „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ ფრთასთან.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის მოადგილე ნატო ჩხეიძე ფრაქციას ტოვებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


