პოლიტიკა
ადა მარშანია-უჩა ნანუაშვილს: გასაკვირია თქვენი უყურადღებობა 350 ათასი დევნილის მიმართ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში მოისმინეს.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უჩა ნანუაშვილის ანგარიშში დევნილთა საკითხმა პატარა ადგილი დაიკავა, მაშინ როდესაც, მარშანიას თქმით, პენიტენციური სისტემის პრობლემები, ანგარიშის დიდ ნაწილს იკავებს.
ადა მარშანიამ სხდომაზე ომბუდსმენს შესაბამისი შინაარსის კითხვით მიმართა.
„ბატონო ომბუდსმენო, ძალიან გასაკვირია თქვენი უყურადღებობა 350 ათასი ადამიანის მიმართ. ძალიან მწირია ინფომაცია, თქვენი რეკომენდაციები და შენიშვნები დევნილების მიმართ. მე დავთვალე სპეციალურად , 17 წინადადება მიუძღვენით თქვენ ამ საკითხს. ანგარიში სრულად არის პენიტენციალურ სისტემას მიძღვნილი, სრულად, წვრილად, დეტალებში -რაც მე მიხარია. ვის თუ არა ჩვენ გვიბრძოლია პატიმრების უფლებებზე, ვინ თუ არა ჩვენ დღე და ღამე ქუჩაში ვიდექით ამისთვის, მაგრამ უკაცრავად, გარეთ მყოფ, ასე ვთქვათ, თავისუფლებაზე მყოფი ხალხი, იმსახურებს ამ წვრილ, რამდენიმე წინადადებას და დევნილები 17 წინადადებას?!“,-განაცხადა მარშანიამ
უჩა ნანუაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ანგარიშში დევნილების თემას მართლაც 17 გვერდია მიძღვნილი, თუმცა ომბუდსმენის თქმით, იქ მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ „თუ რატომ ხდება უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება კონკრეტული დევნილის მიმართ საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით“.
„დიახ, 17 გვერდი არის ამ ამგარიშში დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ბევრ საკითხსზე. მათ შორის იმაზე, რომ უნდა მოხდეს სამართლებრივად დასაბუთება იმის, თუ რატომ ხდება უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც კონკრეტული დევნილის მიმართ საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით“,-განაცხადა ნანუაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


