პოლიტიკა
ადა მარშანია პარლამენტში ზურაბ აბაშიძის მიწვევას ითხოვს
პარლამენტის ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” საკანონმდებლო ორგანოში სახელმწიფო სადემარკაციო კომისიის წარმომადგენლების მოწვევას და მოსმენას ითხოვენ.
შესაბამისი განცხადება ფრაქციის წევრმა, ადა მარშანიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, სადემარკაციო კომისიის შექმნის საჭიროება და აუცილებლობა დგას.
“ჩვენს საზღვრებთან და იქ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისეთი უცნაური ინფორმაციები მოდის, სადემარკაციო კომისიის მუშაობით გამოწვეულ შედეგებზე. არ მინდა ეს წინასწარ გავაჟღერო”, - განაცხადა მარშანიამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზევე ,,საქართველოს პატრიოტების“ წევრმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მოწვევის საკითხი დააყენა.
მარშანიას განცხადებით, პარლამენტმა ღია ან დახურულ ფორმატში უნდა მიიღოს ინფორმაცია აბაშიძე-კარასინის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


