პოლიტიკა
აჭარის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ კანონმდებლებს აჭარის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც ცნობილია, შესაბამისი დადგენილება აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 მარტის რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა. ამავე დადგენილებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია წარადგენენ.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატებმა უპასუხეს საქართველოს პარლამენტის წევრების შეკითხვებს, რომელთა ნაწილი მთავრობის ფორმირების წესს, სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსს, კოორდინაციას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ილია ნაკაშიძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვილილებების განხილვის წინ, რომელიც ამ დღეებში დაიწყება. მან, აჭარის დეპუტაციის სახელით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზებისათვის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


