უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

31 მარტი, 2017 12:20
font-size

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებზე ჩვენება მისცა

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა კახაბერ ბუხრაძემ, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიებას ჩვენება 16 მარტს მისცა.

თუმცა, ამის შესახებ მედიისთვის, კერძოდ კი, გაზეთ „ბათუმელებისთვის“ გუშინ გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც საქმის მასალები ადვოკატებს გადასცეს, რომლებიც აქციის შემდეგ სისხლის სამართლის წესით დაკავებულების ინტერესებს იცავენ.

ბუხრაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი 11-12 მარტს ბათუმში არ იმყოფებოდა, შესაბამისად არ შეუძლია, როგორც თვითმხილველმა მოჰყვეს მოვლენების წარმოშობის, მათი განვითარების და დასრულების შესახებ.

„ბათუმელები“ აღნიშნავს, რომ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, კახა ბუხრაძე ყველაზე მეტად მერაბ ღოღობერიძეზე საუბრობს. აღწერს, რომ მისი დანიშვნიდან დაახლოებით 10 დღეში, მერაბ ღოღობერიძემ და გოჩა შავაძემ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, შეხვედრა სთხოვეს. ამბობს, რომ შეხვედრის დროს, მას ადგილობრივი ადათ-წესების და ძველი კადრების შენარჩუნება სთხოვეს.

კახა ბუხრაძის თქმით, მერაბ ღოღობერიძემ მას ასევე სთხოვა არ დაეჯარიმებინა პატრულს, რადგან ის მართვის მოწმობის გარეშე მართავს ავტომანქანას.

„უარი ვუთხარი. დამემუქრა, მალე კორუფციაში გამხელო“, – დასძინა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა.

ამავე ჩვენებაში კახა ბუხრაძე მერაბ ღოღობერიძესთან სატელეფონო მიმოწერაზე საუბრობს, რაც მას შენახული აქვს იმის დასტურად, რომ ღოღობერიძე მისგან თურქული ტრაილერების შეუფერხებლად გატარებასაც მოითხოვდა.

„მას შემდეგ, რაც მე მას უარი ვუთხარი თურქული ტრაილერების დაჩქარებულად გატარების თაობაზე, ფეისბუკ გვერდზე, ტელევიზიასა და პრესაში ჩემი მისამართით დაიწყო ნეგატიური ხასიათის ინფორმაციის აქტიური განთავსება“, - განაცხადა კახა ბუხრაძემ.

ამავე ჩვენებაში კახა ბუხრაძე კატეგორიულად უარყოფს შემდეგი ფრაზის „თათრებში წესრიგს ვამყარებ“ გამოყენებას.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი