პოლიტიკა
აბსურდული მოსაზრებები, ისეთი როგორიც არის 400- ლარიანი პენსია, და. ავანტიურისტული მოწოდებები საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენს განვითარებას - ფინანსთა მინისტრი
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, აბსურდული დაპირებების გაცემა, როგორიცაა 400-ლარიანი პენსია, და ავანტიურისტული მოწოდებები საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყნის განვითარებას. ამის შესახებ მინისტრმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ისაუბრა.
„პრაქტიკულად, ყველა მაჩვენებელში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, არა მარტო რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი. ეს არაერთხელ აღნიშნა სავალუტო ფონდმა. ჩვენი რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე, როგორც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნის, როგორც ფისკალურად პასუხისმგებლიანი ქვეყნის, არის ძალიან მაღალი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა მოითხოვს მსხვერპლს და ვერ ვცდებით პოპულიზმს, ჩემი თხოვნაა, მაინც შევინარჩუნოთ საღი აზრი.
წარმოუდგენელია რაიმე ისეთი იდეის, ან ინიციატივის გატარება, რომელიც მნიშვნელოვნად დაარღვევს ამ ჩვენს მაკროეკონომიკურ ჩარჩოს. ის, რაც ჩვენ ამ გზიდან ამოგვაგდებს, ან პრაქტიკულად გადაგვიყვანს სხვა გზაზე, ის საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში, იქნება დამაზიანებელი. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ამ გზაზე, ამ მიმართულებით რამდენიც გნებავთ ვაკრიტიკოთ ერთმანეთი. დარწმუნებული ვარ, რომ არსებულ ბიუჯეტში უამრავი იქნება ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება გაუმჯობესება, იქნება ეს პროგრამები თუ სხვა, მაგრამ აბსურდული მოსაზრებები, ისეთი როგორიც არის 400- ლარიანი პენსია და ა.შ. ავანტიურისტული მოწოდებები საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენს განვითარებას. ეს არის ჩემი ექსპერტული და მოკრძალებული თხოვნა“, - განაცხადა მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


