პოლიტიკა
აბსოლუტურად გაურკვეველია, ვებგვერდიდან გადმოტვირთული სიუჟეტს რანაირად შეიძლება ჩაუტარდეს ექსპერტიზა ავთენტურობაზე - ლევან აღდგომელაშვილი
„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ოჯთ“-ის გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის განცხადებაზე საუბრისას თქვა, რომ გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა ჩხარტიშვილის დაცვის მხარემ „იბერია ტვ“-ის ვებგვერდიდან გადმოტვირთული ფაილის ავთენტურობის დადგენა.
„იმ დასკვნაში გარკვევით წერია, რომ ჩატარებული კვლევა არა ორიგინალურ ფაილზეა და შესაბამისად, ორიგინალური ფაილის არსებობის შემთხვევაში შეიძლება დასკვნა შეიცვალოს, ვსაუბრობ ავთენტურობაზე.
რაც შეეხება იმ დასკვნას, რომელიც ხატიაშვილმა გაასაჯაროვა და დიდი ხანია აფრიალებს. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდა „იბერიას“ საიტიდან გადმოწერილ ვიდეომასალას.
შესაბამისად, აბსოლუტურად გაურკვეველი არის სიუჟეტით, რომელიც გადმოტვირთულია ვებგვერდიდან, რანაირად შეიძლება ჩაუტარდეს ექსპერტიზა ავთენტურობაზე“, - თქვა აღდგომელაშვილმა.
ხატიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, ჩხარტიშვილის დაცვის მხარემ ლონდონის ორ ცნობილ საექსპერტო ბიუროს მიმართა და არა ორიგინალი, არამედ ტელევიზიებიდან ჩამოწერილი ჩანაწერები მიაწოდა, რის შედეგადაც, დადგინდა, რომ ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული სამივე ფარული აუდიოჩანაწერი გადაკეთებული, მანიპულირებული და დამონტაჟებულია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


