პოლიტიკა
აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რაიმე შიდა პროცესებს ან მით უფრო, ციანიდის საქმეს - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მან საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ მედიით შეიტყო.
წულუკიანის თქმით, მას გვენეტაძესთან კონტაქტი რამდენიმე კვირა არ ჰქონია.
წულუკიანმა გამორიცხა რამე კავშირი გვენეტაძის წასვლასა და ე.წ. ციანიდის საქმეს შორის.
„აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რაიმე შიდა პროცესებს ან მით უფრო, ციანიდის საქმეს. არა მგონია, ვცდებოდე, მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან რამდენიმე კვირაა არ მქონია არც სატელეფონო კონტაქტი და დღეს სიურპრიზად, მედიის საშუალებით შევიტყვე მისი ეს გადაწყვეტილება და აუცილებლად ვაპირებ მასთან საუბარს, რომ რა ტიპის პრობლემები აქვს, როგორც განაცხადა ჯანმრთელობის, მოვიკითხო ადამიანურად და ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატებები“, -თქვა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ სხვა ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზი გახდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


