უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ნოემბერი, 2017 10:50
font-size

აბრეშუმის გზის ფორუმის სარგებელი საქართველოსთვის სატრანზიტო პოტენციალის და ინვესტიციების ზრდაში გამოიხატება - დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფორუმი, მისი სარგებელი საქართველოსთვის სატრანზიტო პოტენციალის და იმ ინვესტიციების ზრდაში გამოიხატება, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს ძირითად ინფრასტრუქტურაში, კერძო სექტორი კი - პორტებსა თუ სხვა ინფრასრტუქტურაში. მინისტრის განცხადებით, შემდგომში უნდა მოხდეს ამ ყველაფრის უკუგება, „ეს ნიშნავს, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოხდება ქვეყნის ინკლუზიური განვითარება“.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აბრეშუმის გზა არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას.

„ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის აბრეშუმის გზის ერთ-ერთი განშტოება, სამი ქვეყნის დამაკავშირებელი სახმელეთო გზა. ეს იქნება ის შესაძლებლობა, რომელმაც პირველ ეტაპზე 5 მილიონ, შემდგომში უკვე 15 მილიონით უნდა გაზარდოს ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს სატრანსპორტო დერეფანს გააჩნია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრმა ასევე შეაფასა პირველი, 2015 წლის აბრეშუმის გზის ფორუმის შედეგები და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი რამ მოხდა ორი წლის განმავლობაში.

„2015 წლის მარტში მოეწერა შეთანხმებას ხელი საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის აბრეშუმის გზის განვითარებასთან დაკავშრებით, ხოლო უკვე 2015 წლის ნოემბერში ჩვენ ვუმასპინძლეთ თბილისის აბრეშუმის გზის პირველ ფორუმს. ამის შემდეგ თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, ჩვენ მაგალითად, ჩინეთთან დავასრულეთ სავაჭრო შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და რა თქმა უნდა, გაიზარდა ის ტვირთბრუნვა, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა - მათ შორის ის სარკინიგზო ტვირთბრუნვა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან, რომლითაც ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ და ვამბობთ - სწორედ ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ყველაზე მოკლე გზა სწორედ საქართველოზე გადის, დღეს უკვე რეალობაა. მათ შორის ეს იყო მონდომება, დღეს კი ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილად ჩინეთიდან ევროპამდე 9 დან 12 დღემდე არის საჭირო ჩვენი კორიდორის გავლით ტვირთების ჩასატანად,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის განხცადებით, 2015 წელს გამოთქმული მოსაზრებები წელს უკვე რეალობაა, მათ შორის - ერთიანი სავაჭრო შეთანხმება ჩინეთთან, რომელიც საქართველოსთვის უნდა იყოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, დღეს ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს მოეწერება ხელი, მათ შორის ჩინეთთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტექნოლოგიური პარკები და ინოვაციების ხელშეკრულება. „ის თავის თავში მოიაზრებს უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების რელოკაციას, ანუ საქართველოში გადმოტანას, ერთობლივი სიმძლავრეების შექმნას, იმისთვის რომ გამოყენებულ იქნას საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, როგორც გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის, ასევე ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. თავის თავში ეს ითარგმნება, როგორც ახალი სამუშაო ადგილებში“, - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.

დღეს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნა, რომელსაც 34 ოფიციალური დელეგაცია და 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება. ფურუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისში იმყოფებიან უკრაინის და მოლდოვის პრემიერ მინისტრები, რამდენიმე ქვეყნის ვიცე პრემიერები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი