უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 იანვარი, 2018 16:25
font-size

აბესაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება სასამართლომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო - თბილისის საქალაქო სასამართლო

ოთარ აბესაძის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

“2017 წლის 15 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით, ბრალდებულ ოთარ ა.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა 10 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეეცვალა და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო. წარდგენილი ბრალის თანახმად, ოთარ ა.-ს ბრალად ედება ქრთამის აღება, ესე იგი მოხელის მიერ ფულის პირდაპირ მოთხოვნა და მიღება, რათა მან თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, აგრეთვე გაუწიოს სამსახურებრივი მფარველობა“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოცემულ საქმეზე არსებითად განხილვის მომდევნო სხდომა 2018 წლის 15 თებერვალს, 16:00 საათზე გაიმართება.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი