უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ივლისი, 2017 13:50
font-size

აბესაძის დაკავება იმაზე მიუთითებს, რომ გარკვეულ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე - გულიკო ზუმბაძე

თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, გულიკო ზუმბაძე ოთარ აბესაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, დროდადრო მერიაში კორუფციის შემთხვევები მიუთითებს სისტემურ პრობლემაზე.

ზუმბაძე დარწმუნებულია, რომ თბილისის მერი არაა გახვეული რამე კორუფციულ საქმინობაში.

„სამწუხაროდ, ეს [აბესაძის დაკავება] არ არის პირველი შემთხვევა, რაც მიუთითებს, რომ გარკვეულ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თბილისის მერი გახვეულია ამგვარ საქმიანობაში, მე ამის მჯერა, მაგრამ როგორც ჩანს, მერს სჭირდება კიდევ უფრო მეტი პრინციპულობა და გადაწყვეტილების მიღების უფრო მტკიცე ნება.

ამ ყველაფერს თავისთავად დაკრავს პოლიტიკური ელფერი, წინასაარჩევნო პერიოდია და ეს მდგომარეობა შეიძლება გამოიყენოს როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ისე ოპოზიციამ. მმართველმა ძალამ იმ მიმართულებით, რომ მოვიდეს იმ პოზიციით, რომ კორუფცია არ იქნება და ოპოზიციას შეუძლია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ეს სიტუაცია. მე ვფიქრობ, სასამართლოს დასრულებამდე არაფერი უნდა ვთქვათ“, - განაცხადა ზუმბაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ზუმბაძემ აღნიშნა, რომ აბესაძეს სახელითა და გვარით იცნობდა და პირადი შეხება არ ჰქონია.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი