პოლიტიკა
აბაშიშვილი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში გამოკვეთილი მრავალპარტიული ერთიანობის წინაპირობას მიესალმება
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც აშშ-ში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას ითვალისწინებს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, აბაშიშვილი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში გამოკვეთილი მრავალპარტიული ერთიანობის წინაპირობას მიესალმება და პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებისთანავე ერთიანი უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში ჩართვას აანონსებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი 15-16 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ვიზიტის მთავარი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება, ინტენსიური დიალოგის გაძლიერება და საქართველოს მხარდამჭერთა კონსოლიდაცია იყო.
საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში, კონგრესში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც “აშშ-საქართველოს პარტნიორობის” საკითხებს მიეძღვნა, საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


