პოლიტიკა
აბა პატივია სანქციებიო? - ხატია დეკანოიძე
ასეთი სიგიჟე იმის მაჩვენებელია, რომ მეტი არაფერი აქვს რეზერვში, - ასე ეხმაურება “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართავს.
„სერიოზულად კი: წერილი ივანიშვილის იდეაა.
- სანქციების ეშინია;
- უკრაინაში მშვიდობის ასპექტი გაძლიერდა;
- ლობისტური კომპანიები არ გამოადგა.
- საკუთარი ბიუროკრატიული აპარატისთვის, ვინც უკმაყოფილოა წერს: რა ვქნა ყველფერი ვცადეთო.
- შსს მინისტრის სანქციების ხაზგასმა მისთვის კიდევ ერთი ძვალია, რომელიც არ მუშაობს, მაგრამ ვალს იხდის.
ასეთი სიგიჟე იმის მაჩვენებელია, რომ მეტი არაფერი აქვს რეზერვში.
აბა პატივია სანქციებიო?“ - წერს ხატია დეკანოიძე „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


