უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 მაისი, 2025 18:51
font-size

„აანთე საქართველოს დროშა“ — საქართველოს ბანკის ინიციატივა ემიგრანტებისთვის 26 მაისის აღსანიშნავად

საქართველოს ბანკი დამოუკიდებლობის დღეს ემიგრანტებისთვის განსაკუთრებული კამპანიით აღნიშნავს. ბანკმა გადაწყვიტა, წელს ეს დღე კიდევ უფრო ემოციური და დასამახსოვრებელი გახადოს ადამიანებისთვის, რომლებიც სამშობლოდან შორს ცხოვრობენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ, სიმბოლურად აანთონ საქართველოს დროშა ციფრულად პირდაპირ ფილარმონიის დიდ ეკრანზე.

საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე aantedrosha.ge განთავსდება ღილაკი – „აანთე საქართველოს დროშა“, რომელზე დაჭერის შემდეგაც მომხმარებლები 26 მაისს ეკრანზე პიქსელებს აანთებენ და საქართველოს დროშას გამოსახავენ. პიქსელების ანთება შესაძლებელი იქნება 18:00-დან 22:00-მდე

პერფორმანსში ჩასართავად, ემიგრანტი ნათესავებისა და მეგობრების მოწვევა საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ. სიახლე მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ემოციური კავშირის გაღრმავებასა და მათი ჩართულობის გაზრდას იმ ინიციატივებში, რომლებსაც ბანკი ტრადიციულად, 26 მაისს აწყობს.

“საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტულია ემიგრანტების მხარდაჭერა და მათთან გრძელვადიანი კავშირის გაღრმავება. ამ კამპანიით გვინდა, კიდევ ერთხელ დავაფასოთ მათი წვლილი ქვეყნის ცხოვრებაში და დავეხმაროთ, შეინარჩუნონ კავშირები — სიმბოლური ინიციატივით, რომელიც სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებს აერთიანებს“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ემიგრანტებს არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ კულტურული და სოციალური აქტივობებითაც უჭერს მხარს. ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად უწყობს ხელს კულტურული ფესტივალებისა და ღონისძიებების ორგანიზებას, სადაც ემიგრანტებს ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ახალი კავშირების დამყარება შეგიძლიათ. ამასთან, საქართველოს ბანკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას უჭერს მხარს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი