საზოგადოება
ე.წ"ღამის მგლების" აქციას რა შეფასებაც ექნება, იმ შეფასების ფარგლებში ვიმოქმედებთ
რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით, თბილისში, შესაძლოა, რუსი ბაიკერების ჯგუფი ჩამოვიდეს და „გეორგიევსკის ბაფთებით“ აქცია - პერფორმანსში მიიღონ მონაწილეობა.
თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია ღონისძიების ორგანიზებას შეისწავლის.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ღონისძიება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს ხელს შეუშლის, კომისია სამინისტროს მიმართავს და უწყება შემდეგ იმოქმედებს.
„შემდგომ უკვე ჩვენ ან ვუკრძალავთ, ან ვუშლით რაიმე ნივთების გამოყენებას, ან გამოხატვის რაიმე ფორმას. როგორი შეფასებაც იქნება, ჩვენ იმ შეფასების ფარგლებში ვიმოქმედებთ“,-აღნიშნა ხუციშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


