სამართალი
9 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ
გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ი.ნ.-ს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ტრაგედია გორში ორი დღის წინ მოხდა, 9 წლის გოგონა შუადღის სამ საათზე სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა, საღამოს კი მეზობლებმა ბავშვის ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირას იპოვეს, მას ხელ-ფეხი მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი პარკი ჰქონდა ჩამოცმული.
სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სისხლის ლაქები აღმოაჩინეს, შედეგად დააკავეს 33 წლის იაგო ნებიერიძე, რომელიც წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი.
არსებული ინფორმაციით ნებიერიძე 2004 წელს ფიგურირებდა 11 წლის ბიჭის გატაცების საქმეში. იგი ასევე მოგვიანებით ყაჩაღობის მუხლით იქნა გასამართლებული და მოიხადა 9-წლიანი სასჯელი. ნებიერიძე ციხიდან 9 თვის წინ გამოვიდა.
9 წლის გოგონას მკვლელობის საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


