პოლიტიკა
8 საათზე, როცა ცესკომ გამოაცხადა შედეგები, აქ დაიწყეს სიგნალებით ჩამოქროლება გინებით - შვილმოკლული მამების აქციის მონაწილეები პროვოკაციაზე საუბრობენ
რუსთაველზე გვიან ღამით ინციდენტი მოხდა. შვილმოკლული მამების აქციის მონაწილეების თქმით, გვიან ღამით, პარლამენტის წინ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა სიგნალებით ჩაიარეს და აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინციდენტს პოლიციის მხრიდან მათი გაფრთხილება მოჰყვა, რაც მცირე დაპირისპირების მიზეზი გახდა. შეკრებილებმა მომხდარი მიზანმიმართულ პროვოკაციად შეაფასეს.
„არ ვიცი ეს ხალხი ვინ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ დროშებითა და 48 წარწერის დროშებით მოძრაობდნენ მანქანებით. რაღაც რევანშის სახით გამოხატავენ, თითქოს ნიშნის მოგებით, თუ რას აკეთებენ, ვერ ვხვდები, მაგრამ ამ ტერიტორიას როგორც კი მოუახლოვდებიან , ჩაივლიან სიგნალებით, მოტრიალდებიან და ამოივლიან სიგნალებით. ჩვენ აქ ვდგავართ ჩვენი შვილების მკვლელების დასასჯელად და არა რაღაც პოლიტიკური რაღაცებისთვის. გონს მოეგონ და აზრზე მოვიდნენ ცოტა და გააფრთხილონ თავიანთი აქტივისტები,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
აქციის მონაწილის ვახტანგ გაგნიძის თქმით, პოლიცია მხოლოდ მაშინ ჩაერთო, როცა აქციის მონაწილეებმა საპასუხოდ შეაგინეს.
„8 საათზე, როცა ცესკომ გამოაცხადა შედეგები, აქ დაიწყეს სიგნალებით ჩამოქროლება, ასე ვთქვათ, გინებით. აქეთ გვაგინებდნენ, რატომ არ ვიცი. და ერთ-ერთ გინებაზე, ისე მწარედ შეგვაგინა ერთ-ერთმა, რომ ჩვენც ადეკვატურად შევაგინეთ და პოლიცია ჩვენკენ წამოვიდა.
იმათზე რეაგირება არ მოახდინეს, რომ შეგვაგინეს, და ჩვენ რომ საპასუხოდ შევაგინეთ, მაგაზე ჩვენ დაგვიწყეს შელაპარაკება“, -განაცხადა გაგნიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


