უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 მარტი, 2019 10:25
font-size

8-დან 10 მარტამდე გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს - ღონისძიების პარტნიორია კომპანია „სილქნეტი“

8 – 10 მარტს, გუდაურში, საერთაშორისო სათხილამურო ფედრაციის (FIS) ეგიდით, ევროპის თასის ეტაპები გაიმართება სნოუბორდ კროსში. სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინა, სნოუბორდ კროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდოულად დაშვებას გულისხმობს.

მოთხილამურეები სხვადასხვა დაბრკოლების ტრასის დაფარვას მინიმალურ დროში შეეცდებიან.

შეჯიბრებაში 14 ქვეყნის, მათ შორის ავსტრიის, შვეიცარიის, გერმანიის, საფრანგეთის 62 სპორტსმენი მიიღებს მონაწიელობას.

8, 9 მარტს FIS-ის ევროპის თასის ეტაპები გაიმართება ქალებსა და ვაჟებს შორის. 10 მარტს კი, FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი.

,,კუდების“ ფერდობზე სათხილამურო ტრასის ასაშენებლად მსოფლიო ეტაპების ტრასების დიზაინერი და მშენებელი, ფრანგი სპეციალისტი ტომას გირლანდოუკვე რამდენიმე დღეა მუშაობს.

აღნიშნული შეჯიბრი ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისათის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება ბაკურიანში. ამიტომაც, წლევანდელი საერთაშორისო ეტაპის წარმატებით ჩატარება, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია სპორტის ამ სახეობის ყველა გულშემატკივარისთვის.

შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება.

ღონისძიების პარტნიორია კომპანია „სილქნეტი“, რომელიც 2008 წლიდან სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეტაპების ჩატარებასთან დაკავშირებით, გუდაურში, 8 მარტს, 9:30 სთ.-ზე „რედკოს“ დასახლებაში ,,მითლოფის“ტერიტორიაზე გაიმართება პრესკონფერენცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის ვებ გვერდს : www. gsf.ge

NS

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი