სამართალი
76 წლის ქალის მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ
76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულების საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ.
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულებმა მოკლულის ქალიშვილმა ირმა ყოჩიაშვილმა და მისმა შეყვარებულმა, ამავე საქმეზე ბრალდებულმა, ბექა შენგელიამ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სასამართლო განხილვების წარმოებაზე უარი განაცხადეს.
ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირების მიმართ აღმკვეთი ღონისძიება მოსამართლემ ძალაში დატოვა.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა ერთ-ერთი ბრალდებულის, ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს, მას გაუუქმდეს შეფარდებული პატიმრობა და მის მიმართ არ იქნას გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არანაირი ფორმა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ბექა შენგელიას, როგორც მისმა ადვოკატმა განმარტა, ბრალდებული თანახმაა, რომ მის მიმართ გამოყენებული იყოს მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


