სამართალი
7 ნოემბრის აქციის დარბევა იყო კატასტროფული შეცდომა - ნინო ბურჯანაძე
პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე მიმდინარე პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე დაკითხეს.
მისი თქმით, 2004 წელს მიიღო ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2“-ზე პოლიტიკური თოქ-შოუები წყდებოდა.
„როგორც შემდეგ გავარკვიე, ეს მოდიოდა ხელისუფლების მხრიდან. მე ამაზე მქონდა სააკაშვილთან საუბარი. მან მითხრა, რომ ეს თოქშოუები სწევენ ტემპერატურას და მწვავე დებატები მხოლოდ დაძაბავდა ვითარებას. ჩვენ ამაზე ვიკამათეთ და გუნდში მხარი არავინ დამიჭირა.
„რუსთავი 2“ პრაქტიკულად გასართობ არხად გადაიქცა, ასეთივე კონტროლის ქვეშ იყო პირველი არხი. ასევე მახსოვს, სიხშირეებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა „მაესტროს“, მე ჩავერთე პროცესში და მაუწყებლობა აღდგა. ერთადერთი რჩებოდა „ტელეიმედი“, რომელიც არ ემორჩილებოდა ხელისუფლებას. ხელისუფლებაში ვგულისხმობ სააკაშვილს და მისი მარჯვენა ხელი იყო, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, ბოკერია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
როგორც მოწმემ აღნიშნა, მას არ მოეწონა, როდესაც შეიტყო, რომ „ტელეიმედის“ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკებებს ბადრი პატარკაციშვილთან მართავდნენ.
ბურჯანაძის განცხადებით, განსაკუთრებით გამწვავდა ვითარება გირგვლიანის საქმის გაშუქების შემდეგ.
„ამის შემდეგ გამოითქვა კონკრეტული პირებისგან მოსაზრება, არ ვაპატიებთ პატარკაციშვილსო. უმრავლესობას ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ „ტელეიმედში“ არ მისულიყვნენ. მე როგორც ვიცი, ეს მოდიოდა გიგა ბოკერიასგან. რაც შეეხება აქციის დარბევას, ეს იყო კატასტროფული შეცდომა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ცნობიოსათვის, საქმეზე პროკურატურამ ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს წარუდგინა. გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსნებს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


