უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 აპრილი, 2025 17:21
font-size

7 დღით ვწყვეტ შიმშილობას, რომ 17 აპრილისთვის არ ჰქონდეთ რაიმე საბაბი და სასამართლოზე არ დამასწრონ - გიორგი ჩიკვაიძე

7 დღით ვწყვეტ შიმშილობას, რომ 17 აპრილისთვის არ ჰქონდეთ რაიმე საბაბი და სასამართლოზე არ დამასწრონ, - ამის შეახებ გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში წერს.

ბიზნესმენი სასამართლო პროცესზე დიდ მხილებას აანონსებს.

„დიდი მადლობა სინდისის პატიმრების დედებს თანადგომისთვის; ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც მთხოვდა, რომ შიმშილობა შემეწყვიტა. ვითვალისწინებ ყველას თხოვნას და ზუსტად 7 დღით ვწყვეტ შიმშილობას 30 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ამ ჟესტით, პენიტენციურ დაწესებულებას, რომელიც მოქმედებს პროკურატურასთან ალიანსში, მინდა ხელიდან გამოვაცალო საფუძველი, რომ 17 აპრილისთვის არ ჰქონდეთ რაიმე საბაბი და სასამართლოზე არ დამასწრონ.

17 აპრილი დიდი ხუთშაბათია; დიახ, ქალბატონო იზა კელენჯერიძე, ნამდვილად 33 ვერცხლია თქვენი და იმ დაწესებულების ფასი, რომელსაც წარმოაგდენთ და სასამართლოს ეძახით. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ვერც მაგ 33 ვერცხლს მიიღებთ, რადგან, სავარაუდოდ, ინფორმირებული ხართ, რომ თქვენი გვარი ბრიტანული და ევროპული სანქციების ახალი ტალღის პირველ ათეულშია.

ასევე, 17 აპრილს გამხელთ თქვენ და პროკურატურას ერთად, თუ როგორ მოქმედებთ შეთანხმებულად. შეგახსენებთ, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რაც თქვენმა უსამართლო გადაწყვეტილებამ დამმართა - მე დაზიანებული მაქვს თავის ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობასა და მხედველობაზე, მაგრამ ძალიან კარგად მიმუშავებს მეტყველების და აზროვნების ნაწილი.

ამ ჯერზე, გაიძულებთ, რომ გაითვალისწინოთ ჩემს მიერ დაყენებული შუამდგომლობები, რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენი ქმედებების შედეგად მტკიცებულებების განადგურებასთან, რაც შეჯიბრებითობის პრინციპს არღვევს, ასევე საზოგადოებას და თქვენც მოგიყვებით თუ რას შეეწირა კორუმპირებული ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის უფროსი ბ-ნი რამიშვილი და რა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ფინანსური პოლიციის კრიმინალურმა დაჯგუფებამ ეგრეთწოდებული სპეცოპერაციის დროს.

ეს ყველაფერი შემხებლობაშია ჩემს საქმესთან.

როგორც ვიცი, თქვენ ლექციებს კითხულობთ; შესაბამისად, მინდა საზოგადოებამ და სტუდენტებმა იცოდნენ თქვენს მიერ ჩადენილი უსამართლობისა და ბოროტების შესახებ.

გპირდებით, რომ თქვენი და ჩემი გადაკვეთის წერტილი იქნება პრეცედენტული.

მეგობრებო, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას სოლიდარიბისთვის, ჩვენ ვიმარჯვებთ და ეს ასეც იქნება!

სინდისის პატიმრებო, გამაგრდით! ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება",- წერს ჩიკვაიძე.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი