პოლიტიკა
6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა - ჯანი ბუკიკიო
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნულია, რომ 6 სექტემებრს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.
ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის გადახედვის პროცესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გაგრძელება უშუალოდ ქართული მხარის პრეროგატივაა და ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართვა არ არის საჭირო.
„საქართველოს კონსტიტუციის გადახედვა მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც დღევანდელი პოლიტიკური სისტემის ჭეშმარიტ საპარლამენტო დემოკრატიად გარდაქმნისკენაა მიმართული.
მიმდინარე წლის ივნისში ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა შესწორებული კონსტიტუციის პროექტის დადებითი შეფასება, მათ შორის იყო დეკლარირებული ნაბიჯი, რაც პარლამენტის ყველა წევრის პროპორციული სისტემით არჩევას გულისხმობდა. უფრო მეტიც, ჩვენ მივესალმეთ აქტიურ თანამშრომლობას და საქართველოს პარლამენტის ვალდებულებას, არ მიიღოს ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად შეფასებული ნებისმიერი ცვლილება.
შესაბამისად, პროპორციული სისტემის დანერგვის 2024 წლამდე გადადება, ისევე, როგორც ქართული პარტიების განმეორებითი წარუმატებლობა, კონსტიტუციის გადახედვის შესახებ მოლაპარაკებების გზით კონსენსუსისთვის მიეღწიათ, იმედგამაცრუებელია.
2017 წლის 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება უშუალოდ ქართული მხარის პრეროგატივაა და ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართვა არ არის საჭირო. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით ტექსტში ფართო კონსენსუსს მიაღწიონ.
ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან კონსტიტუციის შესწორებულ პროექტს უმოკლეს ვადაში ველოდებით და მზად ვართ ჩვენი მოსაზრებები ერთ თვეში, ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე წარვადგინოთ (6-7 ოქტომბერი ვენეციაში). ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, კონსტიტუციის შესწორებული პროექტის საბოლოო დამტკიცებამდე, ამ მოსაზრებების და საქართველოს პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგის გათვალისწინებით, პროექტში ცვლილებები შეიტანოს“, - აღნიშნულია ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


