პოლიტიკა
57 საკრებულოში პარტიის ადგილობრივი ლიდერები დღეს კორუფციის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიების შექმნას ერთდროულად მოითხოვენ - „ლელო-ძლიერი საქართველო“
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადებით, საკრებულოებში მათი წარმომადგენლები იქნებიან ხალხის ინტერესების დამცველები და მოსახლეობის საჭიროებების გამხმოვანებლები.
როგორც „ლელოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს 57 საკრებულოში დღეს „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ადგილობრივი ლიდერები, ერთდროულად მოითხოვენ საგამოძიებო კომისიების შექმნას, რომელიც შეისწავლის კორუფციის ფაქტებს თითოეულ მუნიციპალიტეტში.
„ქართული ოცნება“ აგრძელებს კორუფციასთან მოჩვენებით ბრძოლას, ჩვენი მიზანია კორუფციის რეალურად გამოვლენა, მხილება და დამარცხება. სწორედ ამიტომ, დღეს, საქართველოს 57 საკრებულოში, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ადგილობრივი ლიდერები, ერთდროულად მოითხოვენ დროებითი სამუშაო ჯგუფების ანუ საგამოძიებო კომისიების შექმნას, რომელიც შეისწავლის კორუფციის ფაქტებს თითოეულ მუნიციპალიტეტში, რადგან ეს არის ადგილზე, ქალაქების და სოფლების დონეზე კორუფციასთან ბრძოლის ერთადერთი სწორი საშუალება. „ძლიერი საქართველო-ლელოს“ პოზიციაა, რომ ბიუჯეტის ყველა ქურდმა პასუხი უნდა აგოს.
ყოველი მოპარული თეთრი არის მოქალაქებიისთვის წართმეული უკეთესი ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხოება და გამართული ინფრასტრუქტურა. სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პირველივე დღიდან ამ თემით ვიწყებთ „ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას. შემდეგ კი ყველა დავუპირისპირდებით და ვამხელთ მანკიერ მხარეს, რომელიც „ოცნებას“ აქვს. ქალაქებსა და სოფლებში – საკრებულოებში ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან ხალხის ინტერესების დამცველები და მოსახლეობის საჭიროებების გამხმოვანებლები.
„ქართული ოცნება“ არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებს ყველა დონეზე ძარცვავს, ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მუნიციპალიტეტებში გამეფებული კორუფციაა. სწორედ ამიტომ დღეს, საქართველოს 57 საკრებულოში მოვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის ბოლო რვა წლის განმავლობაში ადგილობრივი ჩინოვნიკების ჩადენილი კორუფციული დანაშაულების ფაქტებს“, – აცხადებენ კოალიციაში „ძლიერი საქართველო – ლელო“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


