უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ივლისი, 2025 15:04
font-size

500 Global in Eurasia-ს მეცხრე ნაკადზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს

სტარტაპების სწრაფი ზრდისა და მასშტაბირების მხარდასაჭერად, 500 Global in Eurasia-ს მეცხრე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო და 20 ივლისს დასრულდება. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

საქართველოში 500 Global in Eurasia 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება.

ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 10 ქვეყნის 80-ზე მეტი სტარტაპი. აქსელერაციის პროგრამის გავლის შედეგად, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან, მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება და გახდნენ ვენჩურული ფირმის გლობალური ქსელის წევრები.

ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia არის 12 კვირიანი აქსელერაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს, სტარტაპებს გაუზიაროს საჭირო ექსპერტიზა და დაამყარებინოს ახალი კავშირები, რაც მათ სწრაფ ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება.

  • -პირველი ორი კვირის განმავლობაში, მონაწილეები თბილისში გაივლიან ინტენსიურ კურსს ბიზნესის სტრატეგიის, მომხმარებელთა ბაზის განვითარების, მარკეტინგული ზრდისა და პროდუქტის დიზაინის მიმართულებით;
  • -შემდეგი რვა კვირის განმავლობაში, რომელიც დისტანციურად გაიმართება, სტარტაპები მენტორების ზედამხედველობით ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, რათა საკუთარი სტარტაპის ზრდისთვის ყველაზე ეფექტური ბიზნეს მოდელი შეარჩიონ;
  • -ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებას და პრეზენტაციაზე მუშაობას დაეთმობა, რომელსაც სტარტაპები პროგრამის დასრულების შემდეგ, პოტენციურ ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, ინდუსტრიის ექსპერტებს, მედიის წარმომადგენლებსა და ფართო საზოგადოებას დასკვნით ღონისძიებაზე - Demo Day-ზე წარუდგენენ.

ინფორმაციისთვის, 500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 500 Global in Eurasia.

500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი