სამართალი
#5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ქალი შიმშილობს
25 ივლისიდან #5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული თამარ ტალიკაძე შიმშილობს. პატიმარმა ადამიანის უფლებათა ცენტრს წერილი გამოუგზავნა და ითხოვა მისი საჯარო გავრცელება.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ტალიკაძეს, რომელიც სასჯელს იხდის 2007 წლიდან, ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. იგი გასამართლებულია 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისთვის და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს 30 (ოცდაათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის ,,ამნისტიის შესახებ” თანახმად განთავისუფლდა სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელის-17 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, ხოლო 262-ე მუხლით დანიშნული სასჯელი 20 წელი შეუმცირდა 1/3-ით. საბოლოოდ თამარ ტალიკაძეს მოსახდელ სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლი და 4 თვე.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა თამარ ტალიკაძის მიმართ წარმოებული სისხლის სამრთლის საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ საქმეზე გამოძიება წარმოებულია არაერთი დარღვევით, გარემოებათა გამოკვლევა არ იყო ყოველმხრივი, ობიექტური და სრული.
თამარ ტალიკაძის საქმე ახლიდან გადასინჯვის მოთხოვნით გაგზავნილია საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს მსჯავრდებულ თამარ ტალიკაძის წერილის სრულ ვერსიას, სტილის დაცვით: „მოგახსენებთ, რომ ა.წ. 25 ივლისისდან ვაცხადებ უვადო შიმშილობას. ვითხოვ სახალხო დამცველთან, პროკურატურიდან ბატონ ირაკლი ნადარეიშვილთან, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან ეკა ბესელიასთან, ბატონ მამუკა მდინარაძესთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პრემიერ მინისტრის საპარლამენტო მდივანთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან ბატონ კახი კახიშვილთან შეხვედრას. გთხოვთ, ჩემი შიმშილობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ პრესისა და ტელევიზიის ჟურნალისტებს“.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


