სამართალი
5 715 გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადდა
5 715 გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველ ეტაპზე, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებს, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებლობა მიეცათ 4 თვის ვადით, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, გადაევადებინათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.
უწყების ცნობით, დაწესებული შეღავათით სარგებლობისთვის, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართოს სპეციალური განაცხადის ფორმით, რათა მათ მიმართ არ განხორციელდეს შესაბამისი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებები.
„ამ დროისთვის, სულ შემოსულია 6 444 გადამხდელის განცხადება, საიდანაც დაკმაყოფილდა 5 715 განაცხადი. ამ ეტაპზე, აქტიურად გრძელდება განაცხადთა დამუშავების პროცესი. გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 145 761 807 ლარს.
აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპზე, ტურიზმის მხარდაჭერისთვის უკვე გათვალისწინებულია შემდეგი სახის საგადასახადო შეღავათები: 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება განთავსებისა და კვების ობიექტები, ასევე, ტურისტული კომპანიები. ამასთან, მათთვის დაწესებული საშეღავათო პერიოდი გახანგრძლივდება საშემოსავლო გადასახადის ნაწილშიც და ნაცვლად პირველი ნოემბრისა, საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება მათ მიმდინარე წლის ბოლომდე გადაუვადდებათ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


