სამართალი
40-მა კანდიდატმა დამოუკიდებელი ინსპექტორის პოზიციაზე შეიტანა განაცხადი - კანდიდატურებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მსჯელობენ
ამ წუთებში მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომლის დღის წესრიგში 6 საკითხია დაყენებული. პირველ საკითხადაა წარდგენილი მსჯელობა სამოსამართლეო საქმიანობის მაკონტროლებელი პირის, ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურების შესახებ.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოცხადებულია კონკურსი დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის მიზნით. სწორედ ამ საკითხს განიხილავს პირველ საკითხად იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც მიიღებს შემოსული განაცხადების შესახებ ინფორმაციას, თუ რომელი მათგანი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ ჩვენ განვსაზღვრავთ გასაუბრების ჩატარების თარიღებს და შემდეგი პროცედურების გაგრძელება დაიგეგმება“, - განაცხადა საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ საბჭოს სხდომის დაწყებამდე.
აღნიშნულ პოზიციაზე 40-მა კანდიდატმა შეიტანა განაცხადი.
საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, დამოუკიდებელ ინსპექტორს უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება, ამ სპეციალობით მუშაობის 5-წლიანი სტაჟი და კარგი რეპუტაცია. მან აღნიშნა, რომ ბოლო კრიტერიუმი შეფასებითია და საბჭო ყოველი ინდივიდუალური კანდიდატის შემთხვევაში ამ კრიტერიუმისადმი შესაბამისობას განსაზღვრავს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


