პოლიტიკა
4 პოლიტიკური პარტია თეა წულუკიანისა და მართლმსაჯულების „მანკიერი სისტემის შემქმნელი სხვა მაღალი თანამდებობის პირების“ გადადგომას ითხოვს
4-მა პოლიტიკურმა პარტიამ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს მიმართა და მოითხოვა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა.
პარტიების განმარტებით, საჭიროა მართლმსაჯულების სუსტემის „რეალური და არა კოსმეტიკური ცვლილებები“. საამისოდ კი უნდა გათავისუფლდნენ ამ სისტემის შემქმნელი მაღალი თანამდებობის პირები.
„ჩვენ, 4 პოლიტიკური პარტია, გამოვხატავთ რა, საზოგადოების იმ ნაწილის განწყობას, ვისაც მიაჩნია, რომ დაუშვებელია სახელმწიფოში მიმდინარე ყველა მოვლენა „ქართული ოცნებისა“ და მისივე სცენარით მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოცხადებული „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იყოს, ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ საზოგადოების პროტესტი დღეს რეალურად ბევრად უფრო ფართო და მასშტაბურია, ვიდრე რუსთაველის გამზირზე გამართული ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის აქცია! დაბეჯითებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს ადეკვატურობა შექმნილ ვითარებაში და დაუყოვნებლივ გადადგას შემდეგი ნაბიჯები: საქმე გამოძიებული იყოს სრულყოფილად.
ნახევარზომების გატარება და მეორეხარისხოვანი ფიგურანტების დაკავება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხებს. აუცილებელია, როგორც მკვლელობის უშუალო შემსრულებლების, ასევე პროკურატურის თანამდებობის პირების დაკავება, რომლებიც დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდნენ. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საქმის გამოძიება წარმართოს საზოგადოების ნდობით აღჭურვილმა დამოუკიდებელმა ორგანომ და არა ბოკერიას საპარლამენტო კომისიამ ან შსს-მ, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა სწორედ ამ საქმის ირგვლივ წამოჭრილ კითხვებზე;
ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების მანკიერი სისტემის რეალური და არა კოსმეტიკური ცვლილება. შოთაძის გადაყენება არის თამაში „ერთი ბარტყის გადაგდების“ პრინციპით და ეს თამაში ხელისუფლებასა და ქვეყანასაც ახალ თავსატეხებს გაუჩენს. ამიტომაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაყენებული იყოს იუსტიციის მინისტრი და ამ მანკიერი სისტემის შემქმნელი სხვა მაღალი თანამდებობის პირები“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი პარტიები:„თავისუფალი საქართველო“, „თავისუფლება“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „ქრისტიან-დემოკრატები“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


