პოლიტიკა
4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - მიხეილ ყაველაშვილი
საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღლეს დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა, ჩვენი საზოგადოებისთვის აშკარა იყო, რომ რადიკალურ ოპოზიციას სულ სხვა გეგმა ჰქონდა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისთვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის საღამოს განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც ღიად იყო წაქეზებული და მხარდაჭერილი გარე ძალების მიერ, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების ჩანაფიქრი, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება.
„4 ოქტომბრის საღამოს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება. საგანგაშოა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, აღნიშნული ძალადობრივი აქტი და ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ფაქტობრივად, ღიად იყო წაქეზებული და მხარდაჭერილი გარე ძალების მიერ.
ჩვენს ქვეყანაში მოვლენების ამგვარი განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესში შეიძლება იყოს. ვისაც საქართველოში რევოლუციის მოწყობა უნდა, შეუძლებელია, მას ჩვენს ქვეყანაზე გული შესტკიოდეს!
რომ არა ქართველი ხალხის სიბრძნე და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და მომავლის წინაშე, რომ არა არჩეული ხელისუფლებისადმი მისი ნდობა, პროცესები საქართველოსთვის ტრაგიკულად განვითარდებოდა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის აღკვეთაში, ქართველ ხალხთან ერთად, განსაკუთრებული როლი სამართალდამცველებს მიუძღვით და მადლობა გადაუხადა მათ სამშობლოს სიყვარულისა და თავდადებისთვის.
„ძალადობრივი რევოლუციის მეხუთე მცდელობის აღკვეთაში, ქართველ ხალხთან ერთად, განსაკუთრებული როლი სამართალდამცველებსა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს მიუძღვით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, სამშობლოს სიყვარულისა და თავდადებისთვის!
ჩვენს ჯარისკაცებსა და საჯარო მოხელეებთან ერთად, თქვენ ხართ გმირები, რომლებიც დაუღალავად ზრუნავთ სახელმწიფოს მდგრადობაზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობის დაცვაზე, რასაც მსოფლიოში განვითარებული პროცესების ფონზე, განსაკუთრებული ღირებულება ენიჭება. თითოეული ჩვენგანის ვალია, არავის მივცეთ უფლება, გაანადგუროს ჩვენი შვილების მშვიდობიანი მომავალი, რომელსაც ასე სიფრთხილით და სიყვარულით ვაშენებთ“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


