უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 სექტემბერი, 2025 09:19
font-size

4 ოქტომბერი უკვე არის სახალხო, ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც ხალხის გასაფორმებელია - ლევან ხაბეიშვილი

ნუ მიაქცევთ ყურადღებას ეთერებში მსხდომ, დროის გასაყვანად მისულ, გამოგონილ ოპოზიციონერებს და ნურც გაბღენძილ „ლიდერებზე“ იდარდებთ, სამი სართულით ზემოდან რომ გვიყურებენ და მუდმივად სურთ პოლიტიკაში „იტივტივონ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის პოსტშია ნათქვამი, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, ხალხმა უნდა უსმინოს საკუთარ გულისცემას და იმ ადამიანებს, ვინც გამარჯვებას ასხივებს, 4 ოქრომბრის გარშემოა გაერთიანებული და ბოლომდე აპირებს იბრძოლოს.

„შიში, მარცხი, ჩამოშლა, კაპიტულაცია დააპატიმრა ივანიშვილმა და მდინარაძემ. ჩემი კი არ ეშინიათ, რეალურად, თქვენი, ხალხის პანიკური შიში აქვს. ივანიშვილმა მე დამაპატიმრა, მძევლად ამიყვანა ერთი მიზეზით: დავიჭირე დიდი, უშველებელი სარკე და ყველა ქალაქში, სოფელში, ეზოში, ეთერში, სოციალურ ქსელში ხალხს ვაჩვენებდი, რომ დაინახეთ თქვენი გამარჯვებული სახეები, დაინახეთ, რომ ათასჯერ მეტნი ხართ. ჩაიხედეთ სარკეში და ნახეთ, რომ მარტო არ ხართ, შენ ხარ საქართველო. აი, ამ დიდ სარკეს გამოეკიდნენ შლეგებივით, ამ სარკის დამტვრევას ცდილობს ბიძინა. მისი ამოცანაა, რომ სულ ჩვენი დამარცხებული, მოღუშული პირსახე გვახსოვდეს. მას ეშინია, რომ თუ ხალხი იცქირება სარკეში, დაინახავს, რომ უპირობოდ გამარჯვებულია და ხალხს წინ ვერაფერი დაუდგება. ამ დროისთვის ენა „ამომაგლიჯეს“. სარკე ჩამომართვეს და დილეგში გამამწესეს. ბოროტ, კაცთმოძულე ივანიშვილ-მდინარაძეს ვერ გაუაზრებიათ, რომ ეს სარკე უკვე ძალიან ბევრ ადამიანს დააქვს და ვერც ის გაიგეს, რომ ამასობაში სარკე საქართველოს დროშად გადაიქცა და ის ყველა ქართველის გულშია. დიახ, ყველა ქართველს გულით დააქვს დროშა და 4 ოქტომბერს უპირობოდ დაიცავენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ – სამშობლოს.

4 ოქტომბერი უკვე არის სახალხო, ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც ხალხის გასაფორმებელია. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ეთერებში მსხდომ, დროის გასაყვანად მისულ, გამოგონილ ოპოზიციონერებს და ნურც გაბღენძილ „ლიდერებზე“ იდარდებთ, სამი სართულით ზემოდან რომ გვიყურებენ და მუდმივად სურთ პოლიტიკაში „იტივტივონ“. უსმინეთ საკუთარ გულისცემას და იმ ადამიანებს, ვინც გამარჯვებას ასხივებს, 4 ოქტომბრის გარშემოა გაერთიანებული, ბოლომდე აპირებს იბრძოლოს. ხომ დადასტურდა, რომ საზოგადოება ერთიანია საქართველოს გადარჩენის ბრძოლის სტრატეგიაში. ჰოდა, მათთან ერთად ვმობილიზდეთ, ერთმანეთს გადავხედოთ და მტკიცედ მოვემზადოთ.

ივანიშვილი რეალურად დაგვეხმარა ამ დაკავების აქტით. მან დაგვარწმუნა, რომ ის უკვე დამარცხებულია. მდინარაძემ ირწმუნა, რომ მარცხდებიან და ამიტომ ამიყვანეს მძევლად. ამაზე უკეთ როგორ გვანიშნონ, რომ გამარჯვება მონდომებაზე და ერთი ხელის გაწვდენაზეა. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი